რა უნდა გააკეთოთ ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში ?

დაგვიკავშირდით ტელეფონით +33 1 48 28 75 62 ან +33 6 10 63 46 47 (24 საათიანი მომსახურება).

გარდაცვალების ადგილი : სახლი

თუ გარდაცვლილი სახლშია, ჯერ ექიმს დაურეკეთ, რომ გარდაცვალება დააფიქსიროს და გარდაცვალების სამედიცინო ცნობა შეადგინოს.
ექიმი მოგცემთ გარდაცვალების ცნობას, რომელიც აუცილებელი დოკუმენტია დაკრძალვის ორგანიზებისთვის საჭირო პროცედურის დასაწყებად.
შემდეგ, დაგვიკავშირდით ტელეფონით. ჩვენ აგიხსნით როგორ მოხდება დაკრძალვის ორგანიზება.
დაკრძალვისთვის საჭირო საბუთებია :
– ექიმის მიერ შედგენილი გარდაცვალების ცნობა ;
– გარდაცვლილის დაბადების მოწმობა ;
ასევე გვაცნობეთ, აქვს თუ არა მიცვალებულს კარდიოსტიმულატორი.
მიცვალებული შესაძლებელია სახლში იმყოფებოდეს დაკრძალვის დღემდე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მიცვალებულის გადაყვანა სპეციალურ დაწესებულებაში (« chambre funéraire »), სადაც ახლობლებს შეეძლებათ პანაშვიდზე მისვლა.

გარდაცვალების ადგილი : საავადმყოფო

საავადმყოფოში გარდაცვალების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
ზოგიერთ საავადმყოფოში მიცვალებულის გაჩერება შეიძლება დაკრძალვის ან გადასვენების დღემდე. ამ შემთხვევაში, საავადმყოფო მიცვალებულს გადაიყვანს მორგში. ზოგ საავადმყოფოში, მიცვალებულის მორგში გაჩერება ფასიანია. თუმცა გირჩევთ, რომ ჩვენთან კონსულტაციის გავლის გარეშე საავადმყოფოს თქვენით არ შეუთანხმდეთ ფასიან სერვისზე და ხელი ამ მოაწეროთ საბუთებს.
იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს არ აქვს მორგი, ჩვენ მოვახდენთ მიცვალებულის ტრანსპორტირებას საავადმყოფოდან სახლში ან სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელი იქნება პანაშვიდების ჩატარება.
ნებისმიერ შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

სხვა გარემოებები

ზოგ შემთხვევაში, დაკრძალვის ორგანიზებას აფერხებს სავალდებულო სასამართლო პროცედურა. მაგალითად, თუ სიკვდილის მიზეზია საგზაო შემთხვევა, პროკურატურამ შესაძლოა მოითხოვოს სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება და გამოძიება.
სამწუხაროდ, დაკრძალვისთვის საჭირო პროცედურებს ვერ წამოვიწყებთ მანამ, სანამ პროკურატურა არ გასცემს ოფიციალურ ნებართვას.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა არ იძლევა ინფორმაციას გამოძიების დასრულების ვადაზე, შეგიძლიათ წინასწარ დაგვიკავშირდეთ დაკრძალვის ან გადასვენების ორგანიზების დაგეგმვის მიზნით ნომერზე.

დაგვიკავშირდით

24 საათიანი მომსახურება

მართლმადიდებლური დამკრძალავი ბიუროს შესახებ

2010 წელს საფრანგეთის მართლმადიდებელი მეუფეების ლოცვა-კურთხევით დაარსდა მართლმადიდებლური დამკრძალავი ბიურო Esoref-ი.

Esoref-ი მართმადიდებლებს სთავაზობს საფრანგეთში დაკრძალვის ან საზღვარგარეთ გადასვენების ორგანიზებას ნებისმიერი რეგიონიდან.

Esoref-ის მომსახურება მოიცავს დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა სერვისს, კერძოდ: მიცვალებულის სხეულის მოვლა, ბალზამირება, სასახლის შერჩევა, ტრანსპორტირება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, ყველა ადმინისტრაციული საკითხის მოგვარება (მერია, მორგი, ეკლესია, სასაფლაო).

Esoref-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი არის დავიდ დენ ბური.